
წლევანდელი "ხვარამზეობის" ერთერთი დაჯილდოებული.გემოვნებაზე არ დაობენ,ამიტომ მე ასე დავახასიათებდი-ყველაზე ლამაზი,ახალგაზრდა და ყველაზე გამარჯვებული
შემოდგომის ფოთოლივით
ავცახცახდე?..
გვერდს ნუ მივლი,
განა შიშის მონა ვარ,
ჩემს სხეულში, თრთოლვა,
გრძნობის სითამამე,
პრიაპს მოჰგავს,
მითებიდან მონატანს...
მთის წყაროს წყალს ნუ ჩამივლი
შორი_ახლო ,
პეშვით შემსვი,
შემიგრძენი ვინა ვარ,
უკვდავების ქალღმერთივით
შემისახლო,
ვეღარ დამთმობ, შენი სულის
ბინადარს...
მაია გონჯილაშვილი
17.12.2010
ვალი გვაქვს წინაპართ, დილის მზე,
ReplyDeleteნუ ჯავრობ... მომავალს გვინათებს...
ამ მტვრიან, გაუვალ ბილიკზე,
ჩემს სულში დაიდე ბინა შენ...