Tuesday, March 27, 2012

თაია


 მთაწმინდაზე ყვავიან ალუჩები,
ღიმილით მომყვება თაია;
-მაგწონსა ქალავ ქალაქის ქუჩები?
-ძალიან,ძალიან კაია..
-აქაურ ვაჟებს შენ ვერ გადურჩები!
-ნუ ამბობ,თუ მიხოლ,გაია!..
მთაწმინდაზე ყვავიან ალუჩები,
ღიმილით მომყვება თაია;

/ბაღათერ არაბული/

Monday, March 19, 2012

ტარიელ ხარხელაურის ახალი კრებულის წარდგინება


24 მარტი ახლოვდება.ახლა ვიხსენებ და თვეზე მეტია ამ დღეს ველოდები ისევე,როგორც უამრავი ადამიანი,რომელსაც უყვარს პოეზია და სამყარო,სახელად- ტ ა რ ი ე ლ ხ ა რ ხ ე ლ ა უ რ ი .
   
არ გადამიჭარბებია ამ ეპითეტით,ჩემთვის ის სამყაროა,ხოლო თქვენთვის რა არის,შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. არ მჯერა არსებობდეს ადამიანი,იცნობდეს და არ უყვარდეს..არ იცნობდეს და მაინც არ უყვარდეს:)


სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქ​ოს ახალგაზრდუ​ლ ცენტრში გაიმართება საღამო,სადაც მოხდება ტარიელ ხარხელაურის მესამე კრებულის წარდგინება. კრებულში შესულია რამდენიმე რჩეული და ძირითადად გამოუქვეყნებელი ლექსები, ფიქრები, წერილები.წიგნის რედაქტორია მარინა ხარხელაური, მხატვარი მაია ქინქლაძე. საღამოს ორგანიზატორი კი გიორგი ფარეშიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები, ფოლკლორული ანსამბლები და მსახიობები. დასწრება როგორც ყოველთვის თავისუფალია.

მსურველებს შეეძლებათ წიგნების შეძენა საღამოს მიმდინარეობისას.თუმცა იმასაც ამბობენ,რომ ტირაჟი შეზღუდულია და რადგანაც მე წინა კრებულის გარეშე დარჩენის ცუდი გამოცდილება მაქვს ,ამიტომაც ყველას დავასწრებ და მისვლისთანავე შევიძენ.ამასვე გირჩევთ ყველას მკითხველებო :)


კიდევ ერთხელ გავიხაროთ გულები ძია ტარიელის პოეზიით და პიროვნული სითბოთი და მასაც ვაგრძნობინოთ ჩვენი სიყვარულით,რომ მუდამ გვახსოვს და ვაფასებთ, რომ ამ უსამართლო და გლოვისფერ სამყაროში მარტო არ არის. რომ მისი ტკივილი ჩვენც გვტკივა

"მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,
წამოგიქროლა,
ქარმა გაგთელა,
რა იოლია
სხვისი ტკივილი,
რა ადვილია
სხვისთვის სათქმელად!"

/ტ. ხ/

/ნინო ჭინჭარაული/

Saturday, March 10, 2012

***

სიამაყე?
- ჩემი სამკაულია...
განა ვინ ვარ?
- ფშავლის ქალთარაფერა...
მორჩილება?
-მხოლოდ უფლის მწყურია...
ქედუხრელი?
- რა ვქნა, მთამ დამიფერა...

/მაია გონჯილაშვილი/

Wednesday, March 7, 2012

ჩვენ.. მთის ხალხი..



უკვე მერამდენედ მოვისმინე, რომ რაღაც არის ჩვენში,რაც გაგვასხვავებს სხვებისაგან.. ჩვენ სხვანი ვართ.. სხვა.გავრები.. სხვა.ნაირები.. რაღაც.ნაირები..

(არც ერთ კუთხეს ამით არ ვაყენებ შეურაცხყოფას.. მეტად მიყვარს მე ქართველები.. )

არის განცდა, რომელიც ყველაზე მეტად გიშფოთებს გულს,როცა რამე შეგხვდება შენეული.. რაღაც , რაც შენი საწყისისგან მოდის.. ეს არის ნოსტალგია იგივეობისაც და ეროვნულობისაც..

გიხარია, როდესაც შენს მა.გვარს იპოვნი ვინმეში.. ეს ისეთივეა, როგორც განცდა , რომელიც შინ დაბრუნებულს, ყველა კუთხესა და კუნჭულს გაყვარებს და გაახლოებს..

სამშობლო ერთია.. ის გულითადი და საყვარელია.. მაგრამ არის კიდევ რაღაც, უფრო მცირე ადგილი, კუთხე რუკაზე და კუნჭული საქართველოში, რომელსაც " წარმომავლობითი შინ, ანუ ისტორიული სამყოფელი ჰქვია " და რომელიც სხვადასხვა ადამიანებს აერთიანებს და ანათესავებს..

მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი იმ წიაღში იშვა, რომელიც ყველაზე სანკუკვარი და მშობლიურია ჩემთვის.. რომელსაც ხევსურეთი ჰქვია და რომლის მკვვიდრნიც გულრფელად ღირებულნი არიან ჩემთვის..

მე მიხარია და ვამაყობ იმ კუთხით,რომელიც სამშობლოში სამშობლოდ მერგება.. იმ მიწის ნაგლეჯით, რომელიც დიდი ხნის მანძილზე თითქმის მიუვალი იყო მტერთათვის.. რომელიც კოჯორისადმი დაუცხრობელი სიყვარულის მიუხედავად, მაინც ყველაზე მეტად მიყვარს.. იქ ხომ სხვაგვარი განცდა მაქვს.. იქ ხომ მე გერონტი ჭინჭარაულის ბალღი ვარ და არა უბრალოდ სალომე, ან ‘პიტერ პენი’ ან მისთ.. ჩემთვის ის განმარტება საუკეთესოა მათს შორის, რომელიც კი ოდესმე მომისმენია.. მე ვარ შვილი მამისა, რომელიც ნაწილია იმ ყველაფრისა,რაც იქ ხდება და ის ფაქტი,რომ მე ბალღი ვარ მისი, მეც მხდის იმ დიდი ერთეულის ნაწილად.. იმ მიწაზე მე ისე ვგრძნობ სიცოცხლეს, როგორც არსად სხვაგან..

‘ზაჰორში’ პაოლო კოელიო ამბობს, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია,სადაც სამყაროს სული მეტყველი ხდება.. ზოგან ეს ქარისმიერია, ზოგან მელოდიური.. სწორედ ასეთი მელოდია ჩამესმოდა შატილის კლდეებს შორის მოარულს.. ეს კიდევ ერთხელ ხდიდა იმ ადგილს განსაკუთრებულსა და განუმეორებელს.. მე.. როგორ მინდა ,რომ ცხადად გადმოგცეთ ის განცდები იქ რომ ვგრძნობდი.. რა კარგი იყო.. ფიზიკურად მარტო მყოფი სულიერ ერთიანობას განვიცდიდი სამყაროსთან , გარემოსთან,რომელიც მეჩურჩულებოდა, რომელი თან მდევდა და მაზიარებდა ყველა ხევსურთან, ყველა ადგილობრივთან , მე, სალომე ჭინჭარაულს , უცხოდ ჩასულსა და წლების მანძილზე მამ–ულს მოშორებულს.. სანუკვარია შინაგანი ერთიანობის განცდა..

ეს სიგიჟე არ არის.. მე მართლა ჩამესმოდა მელოდია.. ისეთი კი არა, კლდეებს შორის ხეტიალისას რომ ქმნის ხოლმე ქარი.. არა.. ეს სალამურის ხმას ჰგავდა, თითქოს მოხუცი მუსიკოსი იჯდა სადღაც მთის წვერზე და ხმითნატირლების მსგავსად, მელაქოლიურ მელოდიას უკრავდა.. სალამურს აკვნესებდა იქ, სადღაც ცისა და მიწის გასაყარზე..

  მე ხევსური.. მე გერონტის ას–ული ვარ სალომე, ჭინჭარა–ული და მე მიყვარს ჩემი მამ–ული..

/სალომე ჭინჭარაული/

***

ნუ შემაღონე ტიალო,

ნუ შემიკალი ხელშია,

სულ შენს გარშემო ვტრიალობ,

თუმც უშენობა მერჩია.

ბაგე გახსნილი ვივლიდი ,

არ დავიდენდი ცრემლასა,

მზეს შევხვდებოდი ღიმილით,

გავუსწორებდი მზერასა.

მტერ გამიმრავლდის, დუშმანი,

უმისოდ ყოფნაც ძნელია,

გამაფხიზლებენ, ღმერთმანი,

თორო სამყარო ჭრელია,

ავს_კარგად მოგაჩვენებენ,

შხამს შეგასმევენ წვეთითა,

თუმც დამაკლებენ ვერაფერს,

სიკვდილსაც ვხვდები ლხენითა.

ცუდი ისედაც ცუდია,

კარგს უმრავლდება მტერია,

მენაც ამ ქვეყნის შვილი ვარ,

მაგრამ ვერაფერს ვშველია...

გულო!

როგორ სძლებ საგულეს,

რაით არ ამამიხდები...

შენც,

სიკვდილივით სიმართლევ,

ტიალ საწუთროს უხდები...

/მაია გონჯილაშვილი/

Sunday, March 4, 2012

კომუნისტ მწერლებს


 გაუხმაურებელი ლექსი,რომელიც მირზამ კომუნისტ მწერლებს მიუძღვნა და ამისთვის მათგან   დევნა დაიმსახურა.



მთაში თქვენმა ხმამ სმენას უწია,

გინდათ, მეც თქვენებრ ქარებს შევება?

უფრო ძნელია კაცში მოხდეს რევოლუცია,

ვიდრე რუსეთის აყირავება.

ტყვილად ირჯებით, მეგობრებო,

მე ვრჩები ისევ,

მე ვრჩები ისევ თქვენი საქმის მტრული მდევარი

და მაღალ მთაზე მარტოდ მარტო ღამე მთევარი,

ამ საუკუნეს ფაშატივით მოვუგრეხ კისერს.

  1937.
/მირზა გელოვანი/

***

მთაჩი, ცას მგლისფერ შაჰყრია,
დამაღონ, ძრუალ ამინდმა,
გულს მწარე კბილი ჩაასო
საკინძე შახსნილმა ბინდმა.
შამამისია ყვავ-ყორან,
ხარულ რქებ შაურქინაო,
ერთ მზის სხივის არ მაარტყა,
სრუ ღრუბლებ მაუვლინაო..
წამართვა ჯიხვურ სილაღე,
ჩამამალეწის ღამეო.
-ეეგრ რად მიცქერ? რაიღ გინდ?
ტიალო მთვარის ნალეო.
-მთას როსღა მახოლთ ხევსურნო?
ჯავრი ჩამამლევს მალეო,
იქნებ, მემრ გამაიმზევას,
ლოდინით დავიღალეო….

/თამარულ აული/