Monday, May 20, 2013

*** (უშვილო ქალი)

ქალაქის მთავარ მოედანზე სირცხვილით დამწვან!
მესროლონ ლაფი, გამათრიონ, გამამათრახონ!
ო, შე როსკიპო!
ო, შე მრუშო!
ო, შე ჩათლახო! -
მეძახონ! ავად დააკვესონ ბასრი თვალები
და მე ამ რისხვას მთელ სიცოცხლეს ვანაცვალებდი,
ოღონდაც მათთვის ამისაკენ რამეს ებიძგა...
ღელავდეს ბრბო და ცახცახებდეს მრისხანებისგან!..
..რომ ამყოლოდა ცოდვის შვილი, ურჩი, უხეში,
მთელი ქალაქის სიმკაცრის და სიბილწის შვილი..
მივწოლილიყავ ერთ ღამესაც ქუჩის კუთხეში
და ჩემს ფეხებთან ჩვილი ცოდვა მეპოვნა დილით.
//უშვილო ქალი//

/მართა ჭინჭარაული/





Saturday, May 11, 2013

ხევსურების მშვიდობიანი მსვლელობა- "მთაში დარჩენილ ხევსურებს არ დავიწყება უნდა "

ხევსურებო, 26 მაისს იგეგმება მშვიდობიანი მსვლელობა თავისუფლების მოედნიდან სამებამდე. დროა ყველას გავახსენოთ, რომ ხევსურეთი მხოლოდ სიმღერა, ცეკვა და ლექსი არ არის, ხევსურეთი ისეთივე კუთხეა, როგორც სხვა დანარჩენი საქართველოს კუთხეები და ხევსურეთსაც სჭირდება მიხედვა. ხევსურები ყოველთვის იდგნენ წინა ხაზზე, როცა ეს საქართველოს სჭირდებოდა. ეხლა ხევსურეთი საჭიროებს სრულიად საქართველოს გვერდში დგომას. ეს არის კუთხე, რომელიც დაიცალა და იცლება. ბარში მცხოვრებო ხევსურებო გვერდში დავუდგეთ მთაში დარჩენილ ხევსურებს.
26 მაისს 10 საათზე შევიკრიბებით თავისუფლების მეტროსთან და წავალთ სამებაში, დავესწრებით წირვას და შემდეგ ვისაუბრებთ ხევსურეთისთვის საჭირო სხვადასხვა საკითხებზე, დავგეგმავთ თუ რომელი საკითხის გადაჭრას შევძლებთ ერთად და როდის.მხოლოდ საუბრით არაფერი გამოდის.
ვინც მოახერხებთ ჩაიცვით ხევსურული ტალავარი.
თუ ვინმეს, რაიმე იდეა გაგიჩნდებათ დაწერეთ, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ. დროა ერთმანეთს დავუდგეთ გვერდით.
ნახეთ ღონისძიება ფეისბუქზე


***


პატარა ქალაქში დავიბადე.
წლებთან ერთად ჩემი ფიქრები
მის სივრცეს გასცდა.
ისევე, როგორც ჩემი სხეული...
და მაინც დღემდე,
ყველა წიგნი მაბრუნებს მასთან.
. . . . . . .. . . . . . . . . . . . . . . . . . .
(რატომღაც ჩემს მშრალ წარმოსახვაში,
ყველა ამბავი და მოქმედება
მუდამ იმ პატარა ქალაქში ხდება...

/ნინო ჭინჭარაული/

Tuesday, May 7, 2013

დედო

ვგიჟდები ამ გოგოს პოეზიაზე!



"ჭერხოშიით მამლის ყივილ გამადისავ, დედო,
გომურშიავ ცხვარ-საქონივ კარს მააწყდავ ,დედო,
ციცას ბალან აეჯაგრა, ღადუნსა ღგავ, დედო,
მეზობელთ ძაღლ გაამაჰყმუის, ჩვენიც ყმუის, დედო,
ბუის კივილ ყურთ გამიჯდა, სისხლს მიყინავს, დედო,
ქარი ღბერნებს, ხეებს ღლეწავს, მე რას მიქამს, დედო..
ისი მგონავ, რო წავიქცავ, ვერ ავდგებივ, დედო,
ისი მგონავ რო წავიქცავ, მიწა შამჭამს, დედო.
მუხლებ ვეღარ ჩავიყუდენ, რად არ მიშველ, დედო?
ხელთ მიცხროებს, ნეტა სული არ გამეშვას, დედო.
უნდა ვიუბნ სანამ შამძლავ, გიჩივილებ, დედო,
სანამ მგლები გადამთრიან გორის უკენ, დედო,
წამახკრიფიდ ჩემ დახრულ ძვალნ, ცეცხლს შაურთიდ, დედო,
შენ ხო იცი რომ სიცოცხლე არ მთავრდება, დედო,
არც სიკვდილი არ იწყება, შენ ხო იცი , დედო.
ამაყენე რამდენჯერაც წაგექცევი, დედო,
გამაღვიძე რამდენჯერაც ძილში წავალ, დედო,
გამაცოცხლე რამდენჯერაც მოგიკვდები, დედო."

/მართა ჭინჭარაული/