Tuesday, April 30, 2013

საქველმოქმედო ჯგუფის I საღამო.

 27 აპრილს, 4საათზე, საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის (სამების ტაძარი) დარბაზში გაიმართა ჩვენი საქველმოქმედო ჯგუფის (რომელსაც პირობითად, დროებით- "შიბი" დავარქვით) საქველმოქმედო საღამო, 2წლის ზუკა მაკარიძის დასახმარებლად, რომელსაც ძვლის სარკომა აქვს და ოპერაციისთვის ნახევარი მილიონი ესაჭიროება. მასზე ინფორმაციისთვის ნახეთ პოსტი დავეხმაროთ პატარა ზუკას! (საქველმოქმედო საღამო) თუმცა შეგროვილი თანხა ძალიან მცირე გამოვიდა, მაგრამ მაინც მადლობა ყველას, ვინც რაიმე გაიღო პატარასთვის. უფალი შეეწიოს ზუკას და მის ოჯახს...

ღონისძიების ფოტოები



 
 








Wednesday, April 17, 2013

დავეხმაროთ პატარა ზუკას! (საქველმოქმედო საღამო)

27 აპრილს, 16:00 საათზე, საპატრიაქროს ახალგაზრდულ ცენტრში (სამების ტაძარი) გაიმართება საქველმოქმედო საღამო 2წლის ზუკა მაკარიძის დასახმარებლად, რომელსაც დაუდგინდა მე-4 სტადიის, თირკმელებზე გადასული ძვლის სარკომა და ესაჭიროება სასწრაფო ოპერაცია, რომელიც ჯდება 300 000 ევრო.

საღამოზე დაიდგმება შესაწირის ყუთი.დავუდგეთ გვერდში ზუკას და მის ოჯახს! მცირედი დახმარება ყველას შეგვიძლია, ნუ ჩაუვლით გულგრილად ამ ამბავს.

დარეკეთ ნებისმიერი ქსელიდან 0901800809.
ანგარიშის ნომერია GE71BG0000000305776900, საქართველოს ბანკი,მიმღებია- ზურაბ მაკარიძე

საღამოში მონაწილეობენ :
პოეტები:
გელა დაიაური
მარიამ წიკლაური
მაია გონჯილაშვილი
თეა თაბაგარი
თორნიკე ნაროზაული
ლიკა ოხანაშვილი
ჯარჯი შუქიაური
თემო ჭახნაკია
დეკა ნაყეური
სოფო ჯიჯელავა
გიორგი ესიტაშვილი და სხვები.

მომღერლები:
ანსამბლი "დიდგორი"
ბექა ბუჯიაშვილი
მირანდა მაისურაძე
ხატია ბურდული
მარიამ მჭედლიძე და სხვები

/ნინო ჭინჭარაული/

Thursday, April 11, 2013

დავეხმაროთ 10 წლის გიორგი ჯიშკარიანს!

მოკლედ, იმდენ ადამიანს სჭირდება დახმარება და იმდენი ფოტო და ანგარიშის ნომერი იდება ყოველდღიურად ფეისბუქზე, მეგობრებმა გადავწყვიტეთ, 2 ჯგუფი გავაკეთოთ. 

1. ხევსურეთის პრობლემებზე მომუშავე.
2. საქველმოქმედო ჯგუფი-გაჭირვებული ოჯახების,ავადმყოფების, უნარშეზღუდულების, უდედმამო ბავშვებისა და მოხუცთა თავშესაფრებისთვის.

ამჯერად, ამ მეორე ჯგუფის სახელით ვდებ ამ პოსტს, რომ ყველა ერთად დავეხმაროთ, ვისაც სჭირდება. თანხით თუ ნივთებით
პირდაპირ ვაკოპირებ ტექსტს ფეისბუქიდან.


გაიზიარეთ ყველამ, აბსოლუტურად...
ყველას გთხოვთ, ცივად არ გადაიკითხოთ...
ძალიან გთხოვთ!

საქმე ეხება მესამე შვილის სიცოცხლეს. ანალოგიური დაავადებით ორი შვილი უკვე დაეღუპათ და არსებობს შანსი მესამეს გადარჩენისა...

მეგობრებო, უბრალოდ დაფიქრდით, გთხოვთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ დახმარება, დავეხმაროთ... არ არის ეს ბავშვი არც მსახიობი, არც მომღერალი, არც ვინმე ცნობილი... ამის გამო არ გავწიროთ იგი... გიორგი ყორღანაშვილს ჩვენ ყველანი გადავარჩენთ და გთხოვთ, ანალოგიური სითბოთი და სიყვარულით შევხედოთ პატარა გიორგი ჯიშკარიანის მდგომარეობასაც...

ჩვენ, ყველას, ერთად, შეგვიძლია დავეხმაროთ მას! თითო ადამიანმა, რომ 5 ლარი გადარიცხოს ძალიან მალე შევაგროვებთ საკმარის თანხას...

ვიმეორებ, არ არის ეს ბავშვი არც მსახიობი, არც მომღერალი, არც მოცეკვავე, არც შოუმენი.... ეს არის ადამიანი! ხალხნო! ადამიანი! რომლის გადარჩენაც ჩვენ შეგვიძლია!

ხომ იცით, ადამიანი რომ გარდაიცვლება, დავკარგავთ, მხოლოდ შემდეგ შევიჭმუხნით წარბებს და დაბღვერილები დავდივართ...

ამიტომ, გთხოვთ, ახლა არის შანსი მისი გადარჩენის, სანამ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალებულა ჯიშკარიანების ოჯახში, დავეხმაროთ!!!

ერთად მათთვის, ხალხნო...

აღწერა:
2003 წელი, გოგა ჯიშკარიანი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა.
2013 წლის 6 მარტს,თენგო ჯიშკარიანი 11 წლის ასაკში გარდაიცვალა. დიაგნოზი ვერ დაუდგინდა.
გიორგი ჯიშკარიანი 10 წლის, დიაგნოზი ვერ დაუდგინდა. ცოცხალია!
გიორგის ოჯახი სოციალურად დაუცველია. ოჯახმა სახლი იპოთეკით დატვირთა და თანხის გადაუხდელობის გამო აუქციონზე გაუყიდეს. ოჯახის წევრები უმუშევრები არიან. დაუდგენელი დიაგნოზით ორი პატარა ბავშვი გარდაეცვალათ. იგივე პრობლემა აქვს გარდაცვლილი ბავშვების ძმას, 10 წლის გიორგი ჯიშკარიანს. სიმპტომები: უჭირს სიარული, აქვს მხედველობის პრობლემა, კვირაში სამჯერ გადასხმა სჭირდება, საკვების მიღებისას ღებინება ეწყება.
ერთადერთი საშუალება, რომ გიორგის დიაგნოზი დაუდგინდეს და მკურნალობის კურსი ჩაუტარდეს არის ის, რომ გაიგზავნოს გერმანიაში სამკურნალოდ, რასაც 25 000 ევრო სჭირდება. 7000 ევრო შეგროვდა და საჭიროა 18 000 ევრო. სადაზღვევო კომპანია მხოლოდ საქართველოში აფინანსებს მკურნალობის ხარჯებს. საქართველოში კი დიაგნოზს ვერ უდგენენ. ოჯახს არ აქვს საშუალება გააგზავნოს ბავშვი სამკურნალოდ გერმანიაში.
გთხოვთ დაეხმაროთ ამ პატარა ბავშვს და არ განმეორდეს ის ფაქტი, რაც ოჯახმა უკვე ორჯერ გადაიტანა. გთხოვთ, გამოიჩინოთ გულისხმიერება და დაეხმარეთ გიორგის, რათა შეუნარჩუნდეს სიცოცხლე. ეს კი შესაძლებელია მხოლოდ გერმანიაში მკურნალობის კურსის გავლით.
გთხოვთ, გაიღოთ შემოწირულობა და გადავარჩინოთ 10 წლის გიორგი ჯიშკარიანი.

ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკში: GE55BG0000000294612100
მიმღები, დედა: ია კოხრეიძე
დედის ტელ. ნომერი: 595530270

გაიზიარეთ, არ დაიზაროთ!

http://www.facebook.com/photo.php?v=561166070590302