Wednesday, February 27, 2013

სიგიჟე



 ღიმილს კი არა,კბილების კრაჭუნს
ნაჩვევ პირს დანა ერთგულად მიხსნის,
გლოვა კი არა,
სიჩუმე მაფრთხობს,
ცრემლი კი არა,
გამიშრა სისხლი.
თმები კი არა,
დავჭერი ფრთები,
სიმღერით ღამეს ვუკიდებ ხანძარს,
დარდით კი არა,
სიცილით ვკვდები
და სარკმლის მიღმა ვიღაცა მლანძღავს...

/ნინო ჭინჭარაული/

Saturday, February 16, 2013

გვქვია მთის(ფოტოწიგნი III)

    საერთოდ, უკეთესია წყენა არ გამოხატო,მაგრამ ზოგჯერ უბრალოდ უნდა თქვა, იმისთვის მაინც, რომ შენ მოისვენო.
    ერთი ადამიანიც რომ მიხვდება შენს გულისტკივილს, უკვე შვებაა)))

ეს ისე...და მესამე ფოტო წიგნისთვის ავარჩიე "გვქვია მთის".


Thursday, February 7, 2013

საქველმოქმედო ხევსურული საღამო

 მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ, საქველმოქმედო ხევსურული საღამო 23 თებერვალს, 4საათზეა. შემოგვიერთდით ფეისბუქზეც და ერთად დავეხმაროთ შატილის და ბარისახოს სკოლის ბავშვებს.

ანგარიშის ნომრებია :კოდი: 229281363 .ბარისახოს საჯარო სკოლა, ლიბერთი ბანკის დუშეთის ფილიალი 220101403. GE 79LB0121124340586000

შატილის სკოლა- GE08LB0121115452344000
კოდი: 220101403
საიდენტიფიკაციო კოდი: 229322612
ლიბერთი ბანკი


http://www.facebook.com/events/456266731095792/?ref=22



"ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი"–ლეიკემია იკურნება !







მეგობრებო, ბლოგს დაემატა საქველმოქმედო საღამოების გვერდი.პერიოდულად მოგაწვდით ახალ-ახალი ღონისძიებების ინფოს.ერთად დავეხმაროთ იმათ,ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება.
ამჯერად საქველმოქმედო ჯგუფის "ვაჩუქოთ მომავალს ღიმილი"ს და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაზე გელიან.

10 თებერვალს, კვირას 18:00ზე მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება მიზნობრივი საქველმქომდო ჯგუფის „ვაჩუქოთ მომავალს ღიმილისა“ (თავჯდომარე ანა გვაზავა)და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ერთობლივი აქცია –კოცნერტი, რომელსაც უერთდება ფონდი ,,საქართველოს საქმიანი ქალები-ქველმოქმედებისთვის“ - თავჯდომარე თამთა დემურიშვილი, ფონდი ,,გადავარჩინოთ დიმიტრი ცინცაძე“ პრეზიდენტი კახა ჯანაშვილი და ჟურნალისტთა ჯგუფი, ასევე მხატვარი ეკა ფერაძე (გაყიდული ნამუშევრებიდან შემოსული თანხით დაეხმარება თენგოს).
ღონისძიება მიეძღვნება 8 წლის თენგო ზაკაშვილს, რომელსაც დაუდგინდა მიელოდისპლაზიური სინდრომი. მას სასწრაფოდ ესაჭიროება ძვლის ტვინის გადანერგვა.
ღონისძიება საქველმოქმედოა და მისი მიმდინარეობის განმავლობაში მოწვეულ სტუმრებს საშუალება ექნებათ შემოწირულობის მეშვეობით დაეხმარონ თენგოს.
ღონისძიებას წაიყვანს მაკა შალიკაშვილი.
მონაწილეების სია:
ნინო ცნობილაძე
სალო მექათამაძე
ოთო ნემსაძე
ლუკა ზაქარიაძე
ანი ღონღაძე
Funy kids
ვერიკო ტურაშვილი
ანრი ჯოხაძე
კენტი
ბორის ბედია
Nikki slow
ოთო ბერიშვილი
თინანო
ანა ქაშიბაძე
გვანცა ზაქარეიშვილი
სამორი ბალდე

საკონტაქტო პირი : ნათია მამალაშვილი :557006036


 ღონისძიება ფეისბუქზეცაა http://www.facebook.com/events/471994676196676/?ref=3