წვიმა ასველებს შატილის კოშკებს,
ფეხი ცურდება გალიპულ ქვებზე
და სადაცაა სველი მწვერვალი
ნისლს წამოიცვამს გაჩორკნილ რქებზე.
ბანიდან ბანზე დავძვრებით ბნელში,
ხის ძველ კიბეებს,
სიპებს ვედებით
ვით უძღებ შვილებს
მამის თვალები,
შემოგვყურებენ სველი კედლები.
ჭვარტლიან ნიშში
სანთელი იწვის,
ქაჩუს ნანგრევი ჩაჰყურებს დაღმართს
და ტყდება ღამე
ფანდურის რიტმით,
არღუნს გამოღმა
და არღუნს გაღმა..
ნინო ჭინჭარაული
ნაშალი ქვები,
ReplyDeleteზედ წარწერები.
ჟოლოს ბუჩქები,
ხალისით კრეფა.
ცივ-წყაროები,
სვამ გაოცებით.
ღელეში ფეხი
დაგვისველდება.