Friday, March 29, 2013

ჰაინრიხ ბიოლი-"კლოუნის თვალთახედვა"




   ჩემი საყვარელი პერსონაჟი ვიპოვე, რომელმაც აქამდე სხვა ყველა ჩემეულ პერსონაჟთან შედარებით, უფრო მეტად მომხიბლა. ბიოლის წაკითხვამდე რომ გეკითხათ- “რომელი წიგნის რომელ გმირს გაიცნობდიო?”-,გიპასუხებდით-“მარტინ იდენს, იუჰან ნაგელს, ფერიდე ნიზამ ედდინს...” და თუმცა მათ ის მნიშვნელობა არ დაუკარგავთ, რასაც ჩემთვის წარმოადგენდნენ, კლოუნი ჰანს შნირი გაცილებით ახლოს მოვიდა ჩემთან,თავისი წარმოუდგენელი სინამდვილით,რეალურობით, ადამიანურობითა და უცნაურობით.



ეს უკანასკნელი-უცნაურობა, სიმართლე ვთქვა, ალბათ მხოლოდ სხვებისათვისაა უცნაურობა, ჩემთვის კი ძვირფას თვისებას-ბუნებრიობას უფრო ჰგავს, რომელსაც ძალიან ძნელად იპოვნით ადამიანებში. თუნდაც ის “უცნაურობა”-რომ ჰანსს არ შეუძლია თავისი შეყვარებულის, მარის გარდა სხვა ქალს გაეკაროს, ან ის, რომ ვერ წარმოუდგენია, როგორ უნდა შეძლოს მარიმ თავისი მომავალი ქმრის-ჰერიბერთის პერანგზე ცხელი უთოთი ლაქების ამოყვანა ისე, რომ თავი მოღალატედ არ იგრძნოს-ეს ყველაფერი სხვა არაფერია, თუ არა-სიყვარული, რომელიც ორ ადამიანს ისე აკავშირებს, რომ მესამე პირის თუნდაც დროებითი გამოჩენა მათ შორის შეუძლებელი ხდება.



მდიდარი, მაგრამ შვილების მიმართ მკაცრი და ძუნწი მშობლების ოჯახში გაზრდილი ჰანსი საინტერესო პერსონაჟია, რომელიც ძალიან ნათლად და გარშემომყოფებისგან განსხვავებულად უყურებს სამყაროს. ის ათეისტია, მაგრამ მარის კათოლიკე მეგობრებზე მეტად ჰუმანური და კეთილშობილია. მიუხედავად ურწმუნოებისა, ის პატივს სცემს საყვარელი ქალის არჩევანს და ხელს უწყობს მას, შეასრულოს თავისი სარწმუნოებრივი ვალი. დილით ადრე აღვიძებს, რომ მესაზე არ დააგვიანდეს, თანხმდება მასთან კათოლიკური წესით შეუღლდეს, იმაზეც თანახმაა, რომ მარიმ თავისი რწმენის მიხედვით აღზარდოს მათი მომავალი შვილები.



მაშინაც კი, როცა მარი მიატოვებს, ჰანსს არ ძალუძს მისი ღალატი. ყველასგან მიტოვებული, სამუშაოდაკარგული და უფულო, რომელსაც შიმშილით სიკვდილი ემუქრება, მაინც მარიზე ფიქრობს, გონებაში ხატავს ჯერ არარსებულ სურათებს მარის ჰერიბერთთან მომავალი ოჯახური ცხოვრებიდან და მზადაა ყველაფერი აპატიოს. მიუხედავად მისი ასეთი ტრაგიკული ფიქრებისა, წიგნში ვერ ნახავთ გულისშემაწუხებელ სენტიმენტალურ მონოლოგებს. ამის ნაცვლად, მთავარი პერსონაჟის საუბარში ვხედავთ მსუბუქ სატირას, ლაკონურობას და ბავშვური გულწრფელობას, რომელიც უბრალო კლოუნს ღრმა და საინტერესო ადამიანად აქცევს.



“ მარი... არსებობს მშვენიერი სიტყვა “არარა”. იფიქრე “არარაზე”, ნუ ფიქრობ კანცლერზე და კათოლონზე. იფიქრე კლოუნზე, რომელიც აბაზანაში ტირის და ფოსტლებზე ყავა ესხმება.” ...



ნინო ჭინჭარაული

Wednesday, March 27, 2013

საქველმოქმედო ხევსურული საღამო

ესეც ჩვენი საქველმოქმედო ხევსურული საღამოს ვიდეო.დიდი მადლობა ზურაბ ქოროღლიშვილს, გადაღებისა და ატვირთვისთვის.

Saturday, March 9, 2013

ქისტური საღამო

მეგობრებო,კიდევ ერთი,საინტერესო ღონისძიება ტარდება :) 15 მარტს 18 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს: ქისტურ საღამოს "სპეროზა"


 ორგანიზატორები: რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, მექა ხანგოშვილი, მომღერალი სულთან ბორჩაშვილი, საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედთა კავშირი, საზოგადოებრივი მოძრაობა "სპეროზა" და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ეროვნული საზოგადოება.



მონაწილეობენ:


დათო კენჭიაშვილი,
ზურაბ დათიკაშვილი,
ფანდურა,
დები ზვიადაურები,
დები გოგოჭურები,
დები ნაყეურები,
სულთან ბორჩაშვილი
და ქისტი მომღერლები.


პოეტები:


ტარიელ ხარხელაური,
ტრისტან მახაური,
მიხეილ ღანიშაშვილი
ერეკლე საღლიანი,
ჯარჯი შუქიაური,
გელა დაიაური,
ლადო ჭინჭარაული,
თემურ ჩალაბაშვილი,
თინათინ მღვდლიაშვილი,
ელგუჯა უძილაური,
ნინო ჭინჭარაული
ბაღათერ არაბული,
ნუკრი მჭედლიშვილი,
ცოტნე ალბუთაშვილი
და ქისტი პოეტები :
ხასო ხანგოშვილი,
სულეიმან გუმაშვილი და სხვები.

საინფორმაციო მხარდამჭერები: FM საქართველოს ხმა, საინფორმაციო სააგენტო GEONEWS.GE, WWW.COMMENTS.GE , სტუდია ARTMEDIA,მედიაკავშირი ობიექტივი, FOLK რადიო.

საღამოს წაიყვანენ: თუმიშ ხანგოშვილი და ომარ მარგოშვილი

დასწრება თავისუფალია.

საკონტაქტო ნომრები:
599 9992 40
555 46 86 02
599 14 54 32

TSU
Tbilisi, Georgia

შეგიძლიათ ნახოთ ფეისბუქზეც http://www.facebook.com/events/149710928523582/

Sunday, March 3, 2013

***


ვზივარ და გულჯავრიანსა,
ფიქრი მამიდის ავია,
მე თუ შენ არ გაგალექსე,
ნუღამცმერქმევა ქალია.
უკვე ოთხი თვე გავიდა,
რაც აიბარგე მთაშია,
წახველ და გადაგავიწყდა,
აქ თუ დამტოვე ბარშია.
სიყვარულს მეფიცებოდი,
ცრემლსაც ურევდი თვალშია,
შენა მყავხარო მუდამა,
სიზმარშია თუ ცხადშია.
ერთ დღეს ვერ ძლებდი უჩემოდ,
ასჯერ რეკავდი წამშია,
შეხვედრის დღესაც ბევრჯერა,
დაგღამებია ცდაშია.
არვი თუ რამე გეწყინა
ან ჩემი ბრალი რაშია,
რო ერთსაც არ მამიკითხავ,
ამ უკანასკნელ ხანშია.
ეჭვებიც რაიმ შამიჩნდა,
იქნება საქმე ქალშია?
დამაიმედეს შენებმა,
ეგ რაებ მაგდის ჭკვაშია,
აბა იქ ქალსა რა უნდა,
კაცი საზღვარზე არია,
მუდამჟამ ყიამეთია,
წვიმა,თოვლი და ქარია.
აბა თუ ქალი არ არი,
მაშინ იქნება ალია?
ან არად,იქნებ ოხერი,
ვინმე ეშმა და ქაჯია?
ვაი,შენ ჩემო მიჯნურო,
ვინ რა დაგადგა თვალია,
იქნება არაყ შაგასვა
და გაგიტაცა მთვრალია.
გადაგატარა მთა ბარი,
დევებს მიგგვარა ქვაბშია,
ერთ ბნელ ოთახში შაგაგდო,
გადაგირაზა კარია.
მოდის და სუფრას გაგიშლის,
თან გკითხავს:– ხოარა გშია?
თაოდ ხორცსა სჭამს,შენა კი
სულსა გხდის ძვლების ხვრაშია.
აღარცა ღვინოს დაგისხამს,
მარილსაც გიყრის წყალშია,
ბუქნებსაც გაკეთებინებს,
ერთ ჭიქა არაყაშია.
ავაჰმე,ამის ფიქრითა,
ბზარ შამეპარა ხმაშია,
უნდა ვიშოვო სასწრაფოდ,
ერთი ჯაგლაგა რაშია.
მოვიდე ე მაგ ეშმასა,
ხელი გამავდვა რქაშია,
თუ რამე დიდი ქვა შამხვდა,
უნდა ვახალო თავშია.
დაგიხსნა,გამაგიტაცო,
წამაგიყვანო სახლშია,
თორო მამივიდ სიბერე,
ასე ტყუილა ცდაშია.
მაგრამ ვაი თუ მეშლება,
ვაი თუ საქმე სხვაშია,
იქნება შუნში გამცვალე,
ანაც მსუქანა ცხვარშია?
მაშ თუ ასეა ბეჩაო
და შაირცხვინე გვარია,
შენით მაიჭრა ჯობია,
ეგ დასამიწებ თავია.
თუ ყველა დიაც გგონია,
რაც კი დედალი არია,
იფრთხილე ძუ არ შამაგხვდას,
უკან არ დაგრჩას ხვადია.
არ მინახია ამდენ ხან,
უქალ–დიაცოდ კაცია,
ვეღარ გამიგავ ვაჟ ხარ თუ,
იქნება ზღარბი ქაცვია.
აღარც ეგეთა მიჯნურ მსურს,
აღარც ეგეთა ქმარია,
მანდ იყავ,შენი ჩამოსვლა,
საჭირო აღარ არია.
აქ დავამთავრე სათქმელი,
"ქალ–დიაცმ საუბარია".
ცივ წყალ დალიე თუ გეწყინ,
ე ჩემი ნაუბარია.

/ხატია ფშავლოსი/

***

ჭყაპია უჟმური ამინდი მახელებს..ყიდიან ყველაფერს..

ჭუჭყიან დახლებით!

ქალაქში, რომელშიც სახლი ვერ მოვჴელე,

ძოღან და სხვა ალაგს თუ დავესახლები

ნუ მიწყენ ბეჩაო..

გაგწირავ ერთხელაც

ჭრელ-ჭრულა თავშლიან,

ავჰყვები ქვა-ღორღებს,

ბილიკი ზეცისკე

მეწვრილა..

მეთხელა..

და შენც ნუ ამიშლი ამ ცოდვილ საღერღელს!

ჭყაპია უჟმური ამინდი მახელებს..

მაჴველებს..

მბოჭავენ!

მჭორავენ!

"ფრთიანები"!

ან სახლებს ვინ ჩივის ღმერთიც ვერ მავჴელე

იმ ცოდვილ ზეცაზე

შავად რომ ჴრჩოლავენ

ადამიანები!..

/ნათია ჭინჭარაული/