ადამიანი,რომელიც იყო და დარჩება ჩემს საყვარელ მწერლად,მისი ნაწარმოებები კი-მასთან საუბრის საშუალებად."წითელი მგელი" ჩემი საყვარელი წიგნია და მისი პერსონაჟი-ლუკა,კი ჩემთვისი იგივე-გოდერძი ჩოხელია,რომელიც მარადიულად ბრუნდება "თავისუფალი სიკვდილისა და სიმარტოვისგან" და სიყვარულს თესავს ადამიანთა სევდიან გულებში.
"მე დავბრუნდები სიკვდილის შემდეგ,
ყვავილს მოგიტანთ საიქიოდან.."
შენ არ დაბრუნდი სიკვდილის შემდეგ.."
ვწერდი და თვალზე ცრემლიც მდიოდა,
როგორ მინდოდა ჩემთვის ყვავილი
რომ მოგეტანა საიქიოდან!
მე არშემდგარი შეხვედრა ჩვენი,
როგორც ჭრილობა-ისე მტკიოდა,
და მოველოდი იმედით,რწმენით,
ხმას მომაწვდენდი საიქიოდან.
ვერც უკანასკნელ გზად გაგაცილე,
ზამთარი იყო,ქალაქს სციოდა,
მოვრბოდი,როგორ დავიგვიანე...
მჯერა,მხედავდი საიქიოდან.
მახსოვს ობოლი გუდამაყარი
მარტოობაზე როგორ ჩიოდა,
იიქნებ ჩემსავით მასაც სჯეროდა,
დაბრუნდებოდი საიქიოდან.
გაივლის წლები,რამდენიც იქნებ
და გული,სადაც ცეცხლი ღვიოდა
არ დაბერდება! თუმცა სიბერე
სხეულს მოუხმობს საიქიოდან
და მჯერა,როცა ჩემი დროც მოვა,
მთით მონაბერი გრილი სიოდან
ჩემს წასაყვანად შენ მოხვალ.ჰო და
ყვავილს მომიტან საიქიოდან..
/ნინო ჭინჭარაული/
saocari leqsia... !!!
ReplyDeleteგმადლობთ,რომ წაიკითხეთ და იგრძენით
ReplyDeletedochanashvilis ar ikos, damburcgla. bevri, calian bevri veret ra, nino!!!!!!!!
ReplyDeleteმადლობა,გაიხარეთ ამ სიტყვებისთვის
ReplyDeleteDIDI ARAFERI....SHEGEDZLO UKETESAD DAGEWERA...
ReplyDeleteგოდერძის ბევრად მეტი ეკუთვნის და ვერასდროს დავუბრუნებ უკან იმას, რასაც თვითონ გასცემდა სიცოცხლეში. მადლობა კომენტარისთვის
ReplyDelete