Wednesday, May 25, 2011

ჯიში


ეს ლექსი გაბრიელმა პოეტს და მეგობარს-გიორგი გიგაურს მიუძღვნა(როგორ მიყვარს)

არ მოგასვენებ,შორეულ ძახილს

მოჰყე და გულის კართან დაგხვდები.

შენი სამრეკლო და შენი სახლი,
გადახდილი და გადასახდელი.
ომი აქ გელის ჯვრითა და ჯვარცმით,
"მე"რას ქილიკობს-ეს ცოტას ნიშნავს,
ზოგჯერ თუ თავთან თვალთმაქცობს კაცი,
თავისი უნდა იკივლოს ჯიშმა
.
ჩემს ცას შეარჩენს არსთა გამრიგე,
მას,რასაც მწუხრზე ბინდი გადაშლის,
გზას თავისაკენ თუკი გაიგნებ
ნიღბებისა და ტაშის ტორტმანში.
ნუ ხამობ ჩემი თვალების გარეთ
წვეთ-წვეთად ნადენ სიცოცხლის ამბავს,
მარჯვნივ-ეკლიან გვირგვინებს წნავენ,
მარცხნივ-განცხრომას გვაუწყებს აბრა.
არ დაგანებებ ფერთა ცდუნებას,
ჩემი აღმართი შენს გზად ჩათვალე,
შენს გზად ჩათვალე,თუ ერთგულება
ხორასნულ ხანჯლის პირზე გატარებს.
ჩვენსას გავატანთ მუხლზე დაცემას,
გულისფიცარზე დადებულ ნიშანს,
ზოგჯერ თუ ყალბი ბგერა დაგვცდება,
თავისი უნდა მოგვიზღოს ჯიშმა.

ცას ცისა,მიწას მიწისა ერქვას,
ქარისა ისევ წაიღოს ქარმა,
კვალში ჩაუდექ ჩემს წადილს ძელქვად,
სიცოცხლე რომ არ შეგერგოს არმად,
რომ უპატრონო სასჯელს და ჯილდოს,
ღამის ცრემლით და დღეთა ზვირთებით,
მაინც შენი ვარ,შენ უნდა მზიდო,
მწარე სიმართლედ თუ დაგდინდები!

9 comments:

  1. aleqsandre gaburis leqsia

    ReplyDelete
  2. es aris gabriel jabushanuris leqsi,midzgvnili giorgi gigaurisadmi.amogebulia g.gigauris wignidan "daisis shuqi"
    ეს არის გაბრიელ ჯაბუშანურის ლექსი,მიძღვნილი გიორგი გიგაურისადმი.ამოღებულია გ.გიგაურის წიგნიდან "დაისის შუქი"

    ReplyDelete
  3. shecdomaa gaparuli. tu kargad gaecnobi gaburis poezias mixvdebi:-)

    ReplyDelete
  4. "დაისის შუქში" ეს ლექსი გიგაურის სიცოცხლეშივე დაიბეჭდა და შეცდომა რომ გაპარულიყო,ეცოდინებოდა

    ReplyDelete
  5. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  6. nino nino, kargia rom xvsuruli poezia mogwons,magram uketesi iqneoda kargad ekvevode da rac ar ici nu daiwyeb imis mtkicebas.eg leqsi gaburis dawerilia da tu dzalian dainteresdebi shemidzlia dagimtkico...

    ReplyDelete
  7. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  8. Paul მე დავწერე ის,რაც ჩემი თვალით წავიკითხე წიგნში. დამიმტკიცეთ თუ შეგიძლიათ,მართლა მაინტერესებს.მე ჩაციკლული კი არ ვარ,რომ გაბრიელის უნდა იყოს ეს ლექსი მაინც და მაინც. თუ მართლა გაბურისაა,უნდა არსებობდეს ან ჩანაწერი,ან რამე სხვა დამამტკიცებელი საბუთი.თუ მაჩვენებთ,შევცვლი ავტორს,რა პრობლემაა.

    ReplyDelete