
ქარი მიგლალავთ ნისლებო,
რო ნადირთმწყემსი ჯიხვთ ხოროს,
მგლისფერ ედება ცას თითქო,
ჯავრ უნდა ჩამოითოვოს...
ქარმა წანწალით ღრუბელნი
გასცვითა, ცისკარმ იალა,
ჩემი ცის ტატნობს ჩაჰხსნია
საკინძე ღიმილიანა...
ვფიცავ, ლექსებად დავწურო,
ხან ბარის ექოდ, ხან მთისა,
ავუხირდები საწუთროს,
ან მე დავრჩები, ან ისა...
მაია გონჯილაშვილი
მაჟრიალებს ამას რომ ვკითხულობ.მ ა რ თ ლ ა!ყოველგვარი ზედმეტობის გარეშე
ReplyDelete