Wednesday, March 7, 2012

ჩვენ.. მთის ხალხი..



უკვე მერამდენედ მოვისმინე, რომ რაღაც არის ჩვენში,რაც გაგვასხვავებს სხვებისაგან.. ჩვენ სხვანი ვართ.. სხვა.გავრები.. სხვა.ნაირები.. რაღაც.ნაირები..

(არც ერთ კუთხეს ამით არ ვაყენებ შეურაცხყოფას.. მეტად მიყვარს მე ქართველები.. )

არის განცდა, რომელიც ყველაზე მეტად გიშფოთებს გულს,როცა რამე შეგხვდება შენეული.. რაღაც , რაც შენი საწყისისგან მოდის.. ეს არის ნოსტალგია იგივეობისაც და ეროვნულობისაც..

გიხარია, როდესაც შენს მა.გვარს იპოვნი ვინმეში.. ეს ისეთივეა, როგორც განცდა , რომელიც შინ დაბრუნებულს, ყველა კუთხესა და კუნჭულს გაყვარებს და გაახლოებს..

სამშობლო ერთია.. ის გულითადი და საყვარელია.. მაგრამ არის კიდევ რაღაც, უფრო მცირე ადგილი, კუთხე რუკაზე და კუნჭული საქართველოში, რომელსაც " წარმომავლობითი შინ, ანუ ისტორიული სამყოფელი ჰქვია " და რომელიც სხვადასხვა ადამიანებს აერთიანებს და ანათესავებს..

მე ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემი იმ წიაღში იშვა, რომელიც ყველაზე სანკუკვარი და მშობლიურია ჩემთვის.. რომელსაც ხევსურეთი ჰქვია და რომლის მკვვიდრნიც გულრფელად ღირებულნი არიან ჩემთვის..

მე მიხარია და ვამაყობ იმ კუთხით,რომელიც სამშობლოში სამშობლოდ მერგება.. იმ მიწის ნაგლეჯით, რომელიც დიდი ხნის მანძილზე თითქმის მიუვალი იყო მტერთათვის.. რომელიც კოჯორისადმი დაუცხრობელი სიყვარულის მიუხედავად, მაინც ყველაზე მეტად მიყვარს.. იქ ხომ სხვაგვარი განცდა მაქვს.. იქ ხომ მე გერონტი ჭინჭარაულის ბალღი ვარ და არა უბრალოდ სალომე, ან ‘პიტერ პენი’ ან მისთ.. ჩემთვის ის განმარტება საუკეთესოა მათს შორის, რომელიც კი ოდესმე მომისმენია.. მე ვარ შვილი მამისა, რომელიც ნაწილია იმ ყველაფრისა,რაც იქ ხდება და ის ფაქტი,რომ მე ბალღი ვარ მისი, მეც მხდის იმ დიდი ერთეულის ნაწილად.. იმ მიწაზე მე ისე ვგრძნობ სიცოცხლეს, როგორც არსად სხვაგან..

‘ზაჰორში’ პაოლო კოელიო ამბობს, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე ადგილია,სადაც სამყაროს სული მეტყველი ხდება.. ზოგან ეს ქარისმიერია, ზოგან მელოდიური.. სწორედ ასეთი მელოდია ჩამესმოდა შატილის კლდეებს შორის მოარულს.. ეს კიდევ ერთხელ ხდიდა იმ ადგილს განსაკუთრებულსა და განუმეორებელს.. მე.. როგორ მინდა ,რომ ცხადად გადმოგცეთ ის განცდები იქ რომ ვგრძნობდი.. რა კარგი იყო.. ფიზიკურად მარტო მყოფი სულიერ ერთიანობას განვიცდიდი სამყაროსთან , გარემოსთან,რომელიც მეჩურჩულებოდა, რომელი თან მდევდა და მაზიარებდა ყველა ხევსურთან, ყველა ადგილობრივთან , მე, სალომე ჭინჭარაულს , უცხოდ ჩასულსა და წლების მანძილზე მამ–ულს მოშორებულს.. სანუკვარია შინაგანი ერთიანობის განცდა..

ეს სიგიჟე არ არის.. მე მართლა ჩამესმოდა მელოდია.. ისეთი კი არა, კლდეებს შორის ხეტიალისას რომ ქმნის ხოლმე ქარი.. არა.. ეს სალამურის ხმას ჰგავდა, თითქოს მოხუცი მუსიკოსი იჯდა სადღაც მთის წვერზე და ხმითნატირლების მსგავსად, მელაქოლიურ მელოდიას უკრავდა.. სალამურს აკვნესებდა იქ, სადღაც ცისა და მიწის გასაყარზე..

  მე ხევსური.. მე გერონტის ას–ული ვარ სალომე, ჭინჭარა–ული და მე მიყვარს ჩემი მამ–ული..

/სალომე ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment