Wednesday, March 7, 2012

***

ნუ შემაღონე ტიალო,

ნუ შემიკალი ხელშია,

სულ შენს გარშემო ვტრიალობ,

თუმც უშენობა მერჩია.

ბაგე გახსნილი ვივლიდი ,

არ დავიდენდი ცრემლასა,

მზეს შევხვდებოდი ღიმილით,

გავუსწორებდი მზერასა.

მტერ გამიმრავლდის, დუშმანი,

უმისოდ ყოფნაც ძნელია,

გამაფხიზლებენ, ღმერთმანი,

თორო სამყარო ჭრელია,

ავს_კარგად მოგაჩვენებენ,

შხამს შეგასმევენ წვეთითა,

თუმც დამაკლებენ ვერაფერს,

სიკვდილსაც ვხვდები ლხენითა.

ცუდი ისედაც ცუდია,

კარგს უმრავლდება მტერია,

მენაც ამ ქვეყნის შვილი ვარ,

მაგრამ ვერაფერს ვშველია...

გულო!

როგორ სძლებ საგულეს,

რაით არ ამამიხდები...

შენც,

სიკვდილივით სიმართლევ,

ტიალ საწუთროს უხდები...

/მაია გონჯილაშვილი/

No comments:

Post a Comment