Monday, March 19, 2012

ტარიელ ხარხელაურის ახალი კრებულის წარდგინება


24 მარტი ახლოვდება.ახლა ვიხსენებ და თვეზე მეტია ამ დღეს ველოდები ისევე,როგორც უამრავი ადამიანი,რომელსაც უყვარს პოეზია და სამყარო,სახელად- ტ ა რ ი ე ლ ხ ა რ ხ ე ლ ა უ რ ი .
   
არ გადამიჭარბებია ამ ეპითეტით,ჩემთვის ის სამყაროა,ხოლო თქვენთვის რა არის,შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ. არ მჯერა არსებობდეს ადამიანი,იცნობდეს და არ უყვარდეს..არ იცნობდეს და მაინც არ უყვარდეს:)


სამების საკათედრო ტაძარში, საპატრიარქ​ოს ახალგაზრდუ​ლ ცენტრში გაიმართება საღამო,სადაც მოხდება ტარიელ ხარხელაურის მესამე კრებულის წარდგინება. კრებულში შესულია რამდენიმე რჩეული და ძირითადად გამოუქვეყნებელი ლექსები, ფიქრები, წერილები.წიგნის რედაქტორია მარინა ხარხელაური, მხატვარი მაია ქინქლაძე. საღამოს ორგანიზატორი კი გიორგი ფარეშიშვილი. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები, ფოლკლორული ანსამბლები და მსახიობები. დასწრება როგორც ყოველთვის თავისუფალია.

მსურველებს შეეძლებათ წიგნების შეძენა საღამოს მიმდინარეობისას.თუმცა იმასაც ამბობენ,რომ ტირაჟი შეზღუდულია და რადგანაც მე წინა კრებულის გარეშე დარჩენის ცუდი გამოცდილება მაქვს ,ამიტომაც ყველას დავასწრებ და მისვლისთანავე შევიძენ.ამასვე გირჩევთ ყველას მკითხველებო :)


კიდევ ერთხელ გავიხაროთ გულები ძია ტარიელის პოეზიით და პიროვნული სითბოთი და მასაც ვაგრძნობინოთ ჩვენი სიყვარულით,რომ მუდამ გვახსოვს და ვაფასებთ, რომ ამ უსამართლო და გლოვისფერ სამყაროში მარტო არ არის. რომ მისი ტკივილი ჩვენც გვტკივა

"მე აგარიდე ფეხი, გვირილავ,
წამოგიქროლა,
ქარმა გაგთელა,
რა იოლია
სხვისი ტკივილი,
რა ადვილია
სხვისთვის სათქმელად!"

/ტ. ხ/

/ნინო ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment