Sunday, March 3, 2013

***

ჭყაპია უჟმური ამინდი მახელებს..ყიდიან ყველაფერს..

ჭუჭყიან დახლებით!

ქალაქში, რომელშიც სახლი ვერ მოვჴელე,

ძოღან და სხვა ალაგს თუ დავესახლები

ნუ მიწყენ ბეჩაო..

გაგწირავ ერთხელაც

ჭრელ-ჭრულა თავშლიან,

ავჰყვები ქვა-ღორღებს,

ბილიკი ზეცისკე

მეწვრილა..

მეთხელა..

და შენც ნუ ამიშლი ამ ცოდვილ საღერღელს!

ჭყაპია უჟმური ამინდი მახელებს..

მაჴველებს..

მბოჭავენ!

მჭორავენ!

"ფრთიანები"!

ან სახლებს ვინ ჩივის ღმერთიც ვერ მავჴელე

იმ ცოდვილ ზეცაზე

შავად რომ ჴრჩოლავენ

ადამიანები!..

/ნათია ჭინჭარაული/

No comments:

Post a Comment