ამბობ:ქართველებს გვტაცებდით ქალებს,
სათნოებსა და მზეთუნახავებს,
ჟამთა სიავით ტიროდა მთვარე,
ყოისუსა და ილტოს სათავე.
ჩვენც ბევრი მტრები ავჩეხეთ ხმლებით,
წმინდა მიწა რომ მოითარეშეს,
მორჩა,გათავდა,მიდიან წლები
სიძულვილის და სისხლის გარეშე.
ვინ დააცილებს ლეკსა და ქართველს,
ვინ გაიხსენოს დელგმა წარსულის,
ო,მაგრამ რასულ,ვალი რომ გმართებს,
გადაიხადოს ლეკის ასულმა.
დღეს სიყვარულის ეშხში შესული
დაღესტნელ ქალთა გულის მახე ვარ,
შენ თუ ხარ ლეკი,მე ვარ ხევსური
და არ მჩვევია უკან დახევა.
/გიორგი გიგაური/
ბატონო, გიორგი! ჩემო უსაყვარლესო უფროსო მეგობარო! ვკითხულობ ამ ლექსებს, ვუსმენ ხევსურულ ჰანგს და თვალებზე ცრემლები მადგება.როგორ მაკლიხართ ამ გულგამოცლილ და ზნეობადაკარგულ სამყაროში.იერით ჩემს გარდაცვლილ მამას ჰგავდით და ვერასდროს გითხარით ეს სიცოცხლეში.გაზაფხულზე მთა რომ ამწვანდება შევკრებ თქვენს მეგობრებს და თქვენი პოეზიის არდავიწყების საღამოს გავმართავ "სამების ტაძრის" სულიერების ცენტრში. მსუბუქი იყოს თქვენთვის ქართული მიწა,ჩემო მარადიულო მეგობარო. შენი დათო. დავით შემოქმედელი.
ReplyDelete