(ირაკლი აბაშიძის გოგონას)
მთები ჩამომრჩნენ..გზა ჭალას ეკვრის,
ზოგგან მზე ცხარობს,ზოგგან ჩრდილია..
ჰა, შემოვიჭერ შენს სახლში ლეკი,
რისთვის არ ტირი,არ გეშინია?
როგორ შემოგრჩა ღიმი სახეზე!
რად არ გამირბი დამფრთხალი ნეტავ?
ნუთუ საშინელ ჩემს თავდასხმებზე
არ გიმღეროდა ძილის წინ დედა?
ან მამას მაინც არ უთქვამს შენთვის
ძველ წუხილსა და ტკივილზე ხვნეშით,
რომ მე ვიყავი ყაჩაღი ერთი
და თქვენს მახლობლად ვცხოვრობდი მთებში?
რომ არ ვარჩევდი ღარიბს და მდიდარს,
დავქროდი ჩემი ველური ცხენით?..
მართლაც საშიშარ მეზობლად მთვლიდა
დაუძრახავი ქვეყანა შენი.
თავს დამღეროდნენ ნანად შენს სწორებს
საქართველოში დედები მაშინ:
"ნანინა შვილო, იძინე, თორემ
ლეკი მოვა და წაგიყვანს მთაში.."
დღეს ძველ კოშკებზე მტრედები სხედან,
ხალხს გაუწოდა მარჯვენა ხალხმა,
ლეკის სახელით ქართველი დედა
თავის მალხაზებს არ აფრთხობს ახლა.
შენ დაიბადე კარგ დროს პატარავ,
და შენს მშობლიურ ქვეყნის მიწაზე
ლეკი სტუმარი შენს გასახარად
მაღლა,ვით ვარსკვლავს, ხელში გიტაცებ.
დღე მიიწურა და ღრუბლებს მთვარე
უღელტეხილზე იშორებს გზიდან,
ძილის დრო არის, შენც ლულავ თვალებს
და სტუმრის ხელში იძინებ მშვიდად.
ხევში მდინარე მიჰქუხს და მიჰქრის,
კლდეზე გიჟურად იმსხვრევა თანაც,
შენ კი შენს სახლში კეთილი ფიქრით
კეთილი ლეკი გიმღერის ნანას.
/რასულ გამზათოვი/
(თარგმანი გიორგი კაჭახიძის)
მთები ჩამომრჩნენ..გზა ჭალას ეკვრის,
ზოგგან მზე ცხარობს,ზოგგან ჩრდილია..
ჰა, შემოვიჭერ შენს სახლში ლეკი,
რისთვის არ ტირი,არ გეშინია?
როგორ შემოგრჩა ღიმი სახეზე!
რად არ გამირბი დამფრთხალი ნეტავ?
ნუთუ საშინელ ჩემს თავდასხმებზე
არ გიმღეროდა ძილის წინ დედა?
ან მამას მაინც არ უთქვამს შენთვის
ძველ წუხილსა და ტკივილზე ხვნეშით,
რომ მე ვიყავი ყაჩაღი ერთი
და თქვენს მახლობლად ვცხოვრობდი მთებში?
რომ არ ვარჩევდი ღარიბს და მდიდარს,
დავქროდი ჩემი ველური ცხენით?..
მართლაც საშიშარ მეზობლად მთვლიდა
დაუძრახავი ქვეყანა შენი.
თავს დამღეროდნენ ნანად შენს სწორებს
საქართველოში დედები მაშინ:
"ნანინა შვილო, იძინე, თორემ
ლეკი მოვა და წაგიყვანს მთაში.."
დღეს ძველ კოშკებზე მტრედები სხედან,
ხალხს გაუწოდა მარჯვენა ხალხმა,
ლეკის სახელით ქართველი დედა
თავის მალხაზებს არ აფრთხობს ახლა.
შენ დაიბადე კარგ დროს პატარავ,
და შენს მშობლიურ ქვეყნის მიწაზე
ლეკი სტუმარი შენს გასახარად
მაღლა,ვით ვარსკვლავს, ხელში გიტაცებ.
დღე მიიწურა და ღრუბლებს მთვარე
უღელტეხილზე იშორებს გზიდან,
ძილის დრო არის, შენც ლულავ თვალებს
და სტუმრის ხელში იძინებ მშვიდად.
ხევში მდინარე მიჰქუხს და მიჰქრის,
კლდეზე გიჟურად იმსხვრევა თანაც,
შენ კი შენს სახლში კეთილი ფიქრით
კეთილი ლეკი გიმღერის ნანას.
/რასულ გამზათოვი/
(თარგმანი გიორგი კაჭახიძის)
No comments:
Post a Comment