ჯინჭარ მავიდა აულზე,
ქვას ხავსი ეკიდებისა.
ბილიკი შამბით გაივსო,
კლდეთ ცრემლი ედინებისა.
ძაღლთ ყეფა, ჩქამი კაცისა,
სოფელს არ ეფინებისა.
ალაგს უსულოს, უხორცოს,
ყვარანიც ერიდებისა.
წესი ირევა, დროება,
ჟამთა სვლას გვერდს ვერ აუვლი.
მთაში იცლება სოფლები,
დარდო, გულს ნუთუ გაუვლი?
პირქუშო უკაცურობავ,
შარას ბალახად დაუვლი.
არცა ჯვრის საყმო, არცა რა,
დარჩება ჯინჭარ აული.
/ლადო ჭინჭარაული/
ვაიიმეე რამდენი ხანია ამ ლექსს ვეძებ :)) დიდი მადლობა...
ReplyDeleteარაფრის:)
ReplyDelete