Sunday, October 30, 2011

***

შენ,ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო,
ძლივს აჩენილო ღიმილო,
ღიმილო - დარდიანაო,
შენ რომ ფიქრობდი,არც აგრე,
რომ ფიქრობ, აგრეც არაო,
ცეცხლი მოგედოს ქალთა მზევ,
მეც შენთან მაბრიალაო,
მე თუ არ მეტრფის - დაიწვას
თვალები - ნაღვლიანაო,
შენ,ჩემო დიდო ტკივილო,
დილაო - ავდრიანაო...

ტარიელ ხარხელაური

2 comments:

  1. ნინო,ხევსურები ძალიან მიყვარს, მაგრამ ამ ბლოგზე მაინც შენმა აგრესიულმა კომენტარმა "შემომიტყუა" :) აბსოლუტურად სწორი გათვლა იყო - რასაც გიკრძალავენ, იმას ეტანები (აბა, ისე რა გვაჭმევდა სამოთხის ვაშლს!) :) არ დაიჯერო, თუ საწინააღმდეგოს გეტყვიან და კიდევ... რეკლამა ყველაფერს სჭირდება, თუნდაც ასეთ მშვენიერ ბლოგს. გულწრფელად ვისიამოვნე და ასევე, მთელი გულით, გისურვებ წარმატებებს :)

    ReplyDelete
  2. მადლობა ქეთი შენი გულწრფელი კომენტარისთვის :)
    კეთილი იყოს აქ შენი ფეხი:))

    ReplyDelete