Monday, November 21, 2011

***

გაწოწოლიკდა ამინდი,
ლაშთაზე დაშრნეს ღიმანი.
საწუთრომ თავი ამჴადა,
გულზე მესხმიან წვიმანი.

ჩემ ცრემლს რაჴელ ვერ მოვიწმენდ,
ყვავილებს ვსწმინდე ნამანი.
ჩავითავქვავე დარდები,
ვერას დამიჭერს სამანი.

გვიანიც თუკლაღ ყოფილას
გულში მჯიღების ცემანი..
მამიმთხვნეს ჯოჯოხეთისკე
შენზედ ოცნების რემანი.

მჯიჯგნიან, სვავსვავ ღამეებს
ვერ გაუგავის ძღომანი.
ერცხვას შავხყურებთ ჴელებში
მე და სიკვდილის ნდომანი

/მართა ჭინჭარაული/

1 comment:

  1. "მამიმთხვნეს ჯოჯოხეთისკე
    შენზედ ოცნების რემანი."
    მაგარია :)

    ReplyDelete