Tuesday, September 27, 2011

კიკნა-ფშაველა -პოეტი,რომელსაც არ იცნობთ


პოეტი,რომელიც ვაჟა-ფშაველამ გამოიყვანა სამწერლობო ასპარეზზე.სწორედ მის პატივსაცემად აირჩია ახლგაზრდა პოეტმა ეს ფსევდონიმი.მისი ნამდვილი სახლი და გვარი-სიმონ ბადურაშვილი იყო.მან 26წლის ასაკში მოიკლა თავი
გალაკტიონ ტაბიძე-"ჩემი სამწერლობო მოღვაწეობის დაწყების წლებში,ახალგაზრდა პოეტებიდან მომწონდა კიკნა-ფშაველა
. მართალია,იგი ტრადიციული იყო თავის შემოქმედებით,მაგრამ მაინც მაძიებელი პოეტი. რომ დასცლოდა,იგი უეჭველად ახალ სიტყვას იტყოდა ქართულ პოეზიაში"
200 ლექსის,ექვსი პოემის,ათი მოთხრობისა და რამდენიმე სტატიის დაწ
რა მოასწრო.მწერლის ხელნაწერები და საოჯახო ბიბლიოთეკა დაკარგულია.
კიკნა -ფშაველა დაიბადა 1889წლის 2 აგვისტოს თიანეთის სოფელ ჟებოტაში,მრავალშვილიან ოჯახში.სწავლობდა თიანეთის ორკლასიან სასწავლებელში,თელავის სასულიერო სასწავლებელში,თბილისის სასულიერო სემინარიაში(სადაც დაუახლოვდა ლიტერატურით გატაცებულ ახალგაზრდობას,რომელიც არალეგალური ხელნაწერი ჟურნალების გარშემო იყო შემოკრებილი.აქ უშვებდა გალაკტიონი ჟურნალს-"შუქი",სადაც გამოქვეყნდა კიკნა-ფშაველას მოთხრობა"გაყიდული სინდისი".) სემინარია მან მიატოვა და ვაჟა-ფშაველას დახმარებით თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში შევიდა. აქ მან სტიპენდია მიიღო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისგან და 1913 წელს დორპატის უნივერსიტეტში ჩააბარა. ეს აღმოჩნდა მისი ყველაზე მძიმე,სულიერი მღელვარების პერიოდი და აქ მიაღწია მისმა შემოქმედებამ სიმწიფეს.
კიკნა-ფშაველას პოეზიის მთავარი თემა მონობაში მყოფი სამშობლოს სიყვარულია.იგი ერს ბრძოლისკენ მოუწოდებდა.

უკანასკნელი ლექსი

არა მყავს ქვეყნად მე მეგობარი,
არა მყავს ქვეყნად თანამგრძნობელი,
ჩემი სიცოცხლე სიკვდილი არი,
ჩემთვის კუბოა მთელი სოფელი.
დაირღვა ჩემთვის ოცნების მღვიმე,
ხიდი ჩამენგრა ცხოვრების გზაზე,
მარტოსა მტანჯავს ბედის სიმძიმე,
სული ქვითინებს საფლავის ქვაზე.
მშხამვენ გველები კიდითი-კიდე,
გლოვად მიქციეს დღესასწაული,
თუმცა წამებით თვითვე ვიყიდე
კაცობრიობის დანაშაული.

/კიკნა-ფშაველა/
პოეტზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა ბმულებში,რომლებიც ინტერნეტშიც მოვიძიე http://www.presa.ge/new/index.php?m=lit&AID=8051
http://www.open.ge/index.php?m=12&y=2009&art=8558

1 comment:

  1. განათლდეს მისი სული და მადლობა თქვენ რომ ასეთ საინტერესო ამბებს გვაგებინებთ.

    ჰეი შენ კიკნა ფშაველო,
    ვაჟკაცო ქვეყნის მფარველო.
    შენი ლექსებით პოემით,
    ბნელეთი გაგვინათეო.
    არ შეგეშინდა შენი მტრის,
    მარტომ გზა გაიკაფეო.
    შენი სამშობლოს გულისთვის,
    არც თავი დაინანეო.

    თემურ სისაური.

    ReplyDelete