
იყუჩეღა, გულო ტიალო,
კარგი, იყუჩე,
შენი საყმუვლო ამოხეთქე
ხანგამოშვებით,
მე მოგისაჯე დაწყევლილი
განა სიჩუმე?
დამისნეულდი, შამამკვნესი :
- აღარ მოვრჩები...
კარგი...
იყუჩე...
ზეცამ უკვე
წაიმგლისფერა,
ლაჟვარდისფერი ჩაესვენა
მდუმარ ჭიუხში,
გადავაფინე საფიქრალი
მთებზე ნისლებად,
მიყოლიებავ, მეაც ტიალ
ზრახვას მივუხვდი...
დაყუჩდი,
გესმის?..
მგლნიც უქმად
როგორ ყმუიან?..
მგლად ვერ გაქციე,
ვერ გიშველე,
ვერც რა ერთობით...
თუმც დამეჩაგრე
მაგრამ ბრძოლა მაინც გწყურია...
ჰო და...
ვათრიოთ ეს საწუთრო,
სანამ ვეყოფით...
მაია გონჯილაშვილი
No comments:
Post a Comment