(დიდი მადლობა გადავუხადოთ პროექტის "ახალგაზრდები ძველი ხევსურული რეწვის ავთენტურობის გადასარჩენად" ხელმძღვანელს ქალბატონ ნუნუკა მღებრიშვილს,რომლის დამსახურებითაც შედგა ეს პროექტი და ქალბატონ ელისო არაბულს, რომელიც ხევსურული ნაქარგობის და ქსოვის უბადლო მცოდნეა და იქცა ჩვენს მასწავლებლად)
შეიძლება ვთქვათ, რომ ხევსურული ,ჯვრული ქარგვა ბევრმა იცის, მაგრამ არა ფერთა ტრადიციული შეხამება. ამის დასტურია სხვადასხვა სუვენირების მაღაზიებში თუ არტ-სახელოსნოებში გამოფენილი, თანამედროვე ე.წ-ხევსურული ტალავარი, ნაქარგი ჩანთები, ქუდები,სამაჯურები და აშ... რომელსაც იმდენივე საერთო აქვს ხევსურეთთან, რამდენიც უბრალო, გახამებულ ნაჭერზე საღებავით მიხატულ ორნამენტიან კაბებს, რომლებიც ძირითადად ქართული ცეკვის ანსამბლებს აცვიათ.. ასეთი მეცვა მეც ოდესღაც...საკონცერტოდ :)
![]() |
ამას ვეძახი-ნაჯღაბნს:) |
პირველი ექსპედიცია- სოფლები გომბორი და ვერონა, სადაც ნამდვილი ხელით შექმნილი სასწაულები დაგვხვდა:)
![]() |
ესეც ჩვენ, გამოწყობილები:)) |
![]() |
ბებო,რომელიც გვიხსნის ტოლის ქსოვის ტექნიკას |
![]() |
ცოცხალი სილამაზე |
ნინო ჭინჭარაული.
/27/01/15
ფრიად მაინტერესებს, ნაჭრელას კლასიფიკაცია ხეობების და თემების ან სულაც საგვარეული სპეციფიკის მიხედვით :)
ReplyDeleteსაგვარეულო ხასიათი ნამდვილად არ ვიცი, რაიმე სახის გავლენას თუ ახდენდა(ალბათ ინდივიდუალურია,ვის რა ფერები და ორნამეტი მოსწონდა), რეგიონის დაყოფის მიხედვით კი, ყველაზე ჭრელი ტონები ახასიათებდა არხოტულ ნაჭრელას, ნაკლებად ჭრელი-პირიქითას და დაბურული-პირაქეთას. :)
ReplyDelete