
საწვიმრად ემზადებ გონჯი ას ამინდი,
ერთი მეც დამისხით რაი ვთქვა იქნება
გადმოსცდა საჯიხვეს პირქუში კამანდა..
რძესავით დაუშვეს წვეთები ჯიქნებმა
ღრუბლების,და მიწა,ხო_მიწა ქართული!
ვეფეროთ მთებსა და კენჭებს და ბალახებს,
ჭიუხებს დავადგი მეათე სართული
ლექსების,ოცნების..თუ აატალახებს
მიწასაც,როგორმე გავიტანთ ერცხვას და
ან რაის როგორმე!_
გაგვიწყდა პატრონი!?
არ მცვავა თათ_ბაჭიჭ ცოტათი შემრცხვა და
მე და მთა,მე და ცა,მე და თქვენ მარტონი
დავურჩით,ეშმაკმაც დალახვროს დამისხით!
განაღა სათქმელი დიაცებს არ აქვთა
სამკაულ არ მინდა! გვირილა ავისხი
თმაზე, და მოვედი აქ თქვენთან!
არაგვთან!
/ ნათია ჭინჭარაული \
თქვენი დის მეტი ლექსები თუ შეიძლება (ან იქნებ დევს და ვერ ვნახე ) მაგარი გოგოა ნათია! <333
ReplyDeleteჩემი და არ არის :) დავდებ კიდევ ნათიას ლექსებს,თუ დამთანხმდა
ReplyDelete