Wednesday, July 27, 2011

ლექსის შესახებ


ის როგორ იყო?ღამეს იღბლიანს
შორს,ვარსკვლავების აკამკამებით
ლექსმა ქარივით შემომინგრია
ქოხის კი არა,გულის კარები.

მერე ბავშვობის ქარიან თვეში
ტოლთან რომ მსურდა რბენა,ანცობა,
გზაზე მტერივით გამომყვა ლექსი
და არ ისმინა ჩემი ბავშვობა.

მე ფეხშიშველა წვიმა მიყვარდა,
ბუნების ფერიც სულში მინთია,
ლექსმა მაჩვენა ფერი სიტყვათა
და შემაძრწუნა,როგორც მინდია.

მერე მონობის დამდო ბორკილი,
და სიმღერები მომცა ხუნდებად,
დღეს თავხედურად ლექსთან მორკინალს
თუ სადმე ფეხი დამიცურდება,

ლექსი შემინდობს,თვით მოიგონებს,
მისთვის სიცოცხლე მსურდა გამეყო
და მაპატიებს უძლურ სტრიქონებს,
გულმა რომ თქვა და სიტყვა არ ეყო

3 comments:

  1. https://www.facebook.com/groups/101117233426116/

    ReplyDelete
  2. https://www.facebook.com/groups/101117233426116/

    ReplyDelete
  3. მადლობა ვახო. უკვე ვიცი შენგან ამ ჯგუფის შესახებ

    ReplyDelete