ვგიჟდები ამ გოგოს პოეზიაზე!
"ჭერხოშიით მამლის ყივილ გამადისავ, დედო,
გომურშიავ ცხვარ-საქონივ კარს მააწყდავ ,დედო,
ციცას ბალან აეჯაგრა, ღადუნსა ღგავ, დედო,
მეზობელთ ძაღლ გაამაჰყმუის, ჩვენიც ყმუის, დედო,
ბუის კივილ ყურთ გამიჯდა, სისხლს მიყინავს, დედო,
ქარი ღბერნებს, ხეებს ღლეწავს, მე რას მიქამს, დედო..
ისი მგონავ, რო წავიქცავ, ვერ ავდგებივ, დედო,
ისი მგონავ რო წავიქცავ, მიწა შამჭამს, დედო.
მუხლებ ვეღარ ჩავიყუდენ, რად არ მიშველ, დედო?
ხელთ მიცხროებს, ნეტა სული არ გამეშვას, დედო.
უნდა ვიუბნ სანამ შამძლავ, გიჩივილებ, დედო,
სანამ მგლები გადამთრიან გორის უკენ, დედო,
წამახკრიფიდ ჩემ დახრულ ძვალნ, ცეცხლს შაურთიდ, დედო,
შენ ხო იცი რომ სიცოცხლე არ მთავრდება, დედო,
არც სიკვდილი არ იწყება, შენ ხო იცი , დედო.
ამაყენე რამდენჯერაც წაგექცევი, დედო,
გამაღვიძე რამდენჯერაც ძილში წავალ, დედო,
გამაცოცხლე რამდენჯერაც მოგიკვდები, დედო."
/მართა ჭინჭარაული/

ჩვენო ნინო, წავიკითხე შენი საიტი და ვიგრძენი დიდი სითბო და ქართული სისხლის ყივილი, რაც ძალიან გვაკლია სამშობლოს მოწყვეტილებს. სამშობლოს მონატრებამ ლექსები დამაწერინა, მე არ ვიცი ჩემი ლექსები თქვენ, ან საერთოდ მკითხველს თუ მოეწონება.
ReplyDeleteემიგრანტები
ჩვენი სამშობლოს შვილები,
ბედმა, შორი- შორს გაგვფანტა.
განა ისეთი ბევრნი ვართ,
შევძლოთ, ერთ-ურთის დაკარგვა.
ცხოვრების უკუღმართობამ,
მშობლებს და შვილებს გაგვყარა.
ჩვენი მფარველი, მშველელი
უცხო ქვეყანა გამხდარა.
კავკასიონზე თოვლი დევს,
არც არასოდეს გამდნარა.
შინ დაბრუნების იმედი,
არც ჩვენ გულებში გამქრალა.
ათენი. თემურ სისაური. პატივისცემით.
20/6 2013წ.
temouri. sisaouri [google]
blogger.com
გაიხარეთ ბატონო თემურ. მშვენიერი ლექსები გაქვთ. ღმერთმა მალე დაგაბრუნოთ საქართველოში.
ReplyDeleteპატივისცემით,ნინო ჭინჭარაული
This comment has been removed by the author.
ReplyDeleteგამარჯობა ჩვენო ნინო, როგორ ბრძანდებით. თქვენ ოჯახთან ერთად, წინასწარ გილოცავთ ქრისტეს აღდგომას, გფარავდეთ უფლის მადლი თქვენ და მთელ საქრისტიანოს.ნინო თქვენ ღირსეული ქართველი ბრძანდებით. მიხარია რომ ერთი კუთხის შვილები ვართ, რომ იცოდეთ ჩემი ბებია ჭინჭარაულის ქალი ბრძანდებოდა. პატივისცემით თემურ სისაური [ჭალელი].
ReplyDeleteმიყვარს ჩემი ხევსურეთი,
ReplyDeleteგულმართალი ხევსურები.
გაგიმარჯოთ ბატონო თემურ. მე არამიშავს,თქვენ როგორ ხართ?დიდი მადლობა და თქვენც გილოცავთ წინასწარ. უფალი გეწეოდეთ. ძალიან მიხარია და ყველა,ვისაც ჭინჭარაულის სისხლი აქვს,ნათესავად მიმაჩნია. გაიხარეთ! ჯვარ გეწერასთ
ReplyDeleteგამარჯობა ჩვენო ნინო, როგორ გამახარე ჩემს მიმართ თქვენი დიდი სითბოსი და ყურადღებისათვის, ჩვენ სისხლით ნათესავები ვართ გეთანხმებით, რომ ჩამოვალ თბილისში ახლოს გაგიცნობთ. ნინო ბოდიშს მოგიხდი რომ გაწუხებთ, თუ თქვენ გექნებათ სურვილი რამდენიმე ლექსს თქვენ საიტზე დავდებ, მადლობთ ყურადღებისათვის. ათენი [ჭალელი].
ReplyDeleteდადეთ. აქვე,კომენტარებში.თუ ბლოგიც გაქვთ, მისამართი მომწერეთ,მეგობარი საიტების ჩამონათვალში ბმულს ჩავსვამ და ჩემი მკითხველები თქვენს ბლოგსაც ნახავენ
ReplyDeletekrebouli.blogspot.com გამარჯობა ნინო ეს არის ჩემი მისამართი, ლექსის ჩაწერა ფიზიკურად ცოტა ძნელია, თქვენ თუ გაქვთ სურვილი დადეთ ჩემი ლექსები მეგობარ საიტებზე. მადლობთ ნახვამდის.
ReplyDeleteგამარჯობა ნინო მადლობთ ნახვამდის.
ReplyDeleteდამატებული ხართ. მარჯვენა სვეტს ჩამოყევით და "ფოტო,ვიდეო"ს დაბლა ნახავთ მეგობარი საიტების ჩამონათვალს სათაურით-"ნახე"
ReplyDeleteვნახე ნინო გაიხარე, შენ ახლობლებთან ერთად.
ReplyDelete