პოეტი თინათინ მღვდლიაშვილი(ავტორი ლექსების "ხმალი ავლესოთ ქართველებო", "აღმაშენებელი თბილისს მობრძანდება" და სხვ.) 1993 წლის 4ოქტომბერს დააპატიმრეს და 10დღე იყო პატიმრობაში.მისი დოკუმენტური მოთხრობა"მთელი თბილისი ციხეშია. ანუ საკანი #7" ინტერნეტში არსად დევს,ამიტომაც ნაწილ-ნაწილ ვიწყებ მის გამოქვეყნებას,რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიამა წაიკითხოს. /ნ.ჭ/
ჰაუპტვახტის უფროსი
პოლიტპატიმრები სამხედრო კომენდატურის ეზო.დიდი რკინის ჭიშკარი.მავთულხლართები.ფელინის ფილმი,ოღონდ ნატურაში.
მე ბადრაგთან ერთად დაკითხვიდან მოვდივარ.
მამაკაცების საკანი.სარკმელთან ბატონი ირაკლი გოცირიძე.
-თინა,ძალიან გთხოვ წაგვიკითხე ლექსი "დამარცხებაზე".. ახალგაზრდებო,თუ შეიძლება მიეცით უფლება ლექსი წაგვიკითხოს,-მიმართავს გვარდიელებს.
-შეიძლება ლექსი წავიკითხო?,-ვეკითხები გვარდიელებს.
-წაიკითხეთ,ოღონდ ჩქარა.-იშმუშნებიან გვარდიელები და შეშფოთებული თვალებით ათვალიერებენ შენობის მაღლივ სართულებს.
"ჩვენს საკანს ერთი აგურისხელა ჭუჭრუტანა ჰქონდა,საიდანაც სიცივე შემოდიოდა,მაგრამ ხანდახან კომენდატურის ეზოში გაყვან-გამოყვანისას,თინათინ მღვდლიაშვილი შემოგვძახებდა იქიდან თავის შესანიშნავ ლესებს და გვამხნევებდა",-მოგვიანებით დაწერს ჟურნალისტი რევაზ ურუშაძე.
ამჟამად კი საკნის სარკმელთან ვდგავარ და თავგანწირული სიმამაცით ვკითხულობ ჩემს პატარა ლექსს:
"დამარცხებაში არის სიმაღლე,
რაღაც მეფური და საოცრება,
დამარცხებაში არის სინათლე,
რაღაც ღვთიური და სასოება!
მე ვერიდები გამარჯვებულებს,
გამარჯვებაში აბა რა ყრია?!
მე ვეფერები დამარცხებულებს,
დამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!"
/თინათინ მღვდლიაშვილი/
ნაწყვეტი დოკუმენტური მოთხრობიდან "მთელი თბილისი ციხეშია.
ანუ საკანი #7"(ამოღებულია თინათინ მღვდლიაშვილის კრებულიდან-"ხმალი ავლესოთ ქართველებო!"
"მე ვეფერები დამარცხებულებს,
ReplyDeleteდამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!"
რაღაც კარგად მომხვდა გულში ეს სიტყვები <3<3<3
მე ვეფერები დამარცხებულებს,
ReplyDeleteდამარცხებულად თავს რომ არ თვლიან!"