პაპავ, ის შენი გიჟმაჟი ცხენი, რომ მაჰკვდა,
მახსონსა, რახელ დაგიღონდა ბეჩავს თოლები,
მთელი სიცოცხლის მანძილზე რომ გასახელებდა,
რამდენჯერ ერთად დაგილახავთ – ვიწრო მოლები.
მიაც შამბრალდა, შენი ლაღი, სწრაფი, ლურჯაი,
შენ უფრო შამბრალდ, შენი გული უფრო მტკიოდა.
ორთავ გაგწირათ, საწუთრომა – ოხერტიალმა,
დაგემჩნა, შენში მარტოობა როგორ ღვიოდა.
შენც რომ მიჰყვებოდ, იმ ქვეყანას უფალთან ახლოს,
ხომ დამიბარე? სულ გახსონდას შენი რჯულიო.
წინაპრებ გყავდის ხევსურეთსა, ნუ დაივიწყებ,
ხშირად მაიგონ, მაგივალის მათი სულიო.
ახლა კი თითქოს უშენობით ბევრი დამაკლდა,
მინდა გავიგო: – “გწყალობდესავ! გუდანის ჯვარი.”
შენი, ამაყი გამოხედვაც, მომენატრა და
მინდა სიჩუმით ჩავწიხლო ეს წყეული ჯავრი.
რამდენი ვალი მომიძღვისავ შენსა წინაშე,
ხევსურეთს მაინც დავიმკვიდრებ იმ ნანატრ ფუძეს.
შენ სულ მეხსომებ,წინაპრებიც, ის ბეჩავ ცხენიც,
თუმც შენი სული, თითქოს ჩემს გულს, საყრდენად უძევს …
/ თამარულ აული/

გენიალურია და ნამდვილქართული,თან მთის სურნელი ახლავს
ReplyDeleteლექსის ავტორიც ნამდვილი ქართველია,ღირსეული მშობლის ღირსეული შვილი
ReplyDelete