დროა,გავიცნოთ ერთი, ძალიან კარგი პოეტი,რომელიც დღეს აღარაა ცოცხალი,თუმცა მისი სიცოცხლე მისივე ლექსებში გრძელდება.
ქრისტეფორე ფირალიშვილის კრებული "ფიქრი გზაზე" შემთხვევით აღმოვაჩინე ჩემს ძველ წიგნებს შორის. ზედ წარწერით-"ნინოს,სახსოვრად ავტორისგან. ქრისტეფორე 24.09.99" ვერაფრით გავიხსენე, ვინ ან როდის მაჩუქა ეს წიგნი, თარიღის მიხედვით მაშინ სულ რაღაც 11 წლის უნდა ვყოფილიყავი. ავტორის პოეზია ძალიან საინტერესო,უშუალო და სითბოს,სიყვარულის მატარებელია. მისი ბევრი ლექსი ღირსია,თაობათა გულებსა და მეხსიერებაშიც დამკვიდრდეს. საბედნიეროდ, ერთი ადამიანის დახმარებით(რომელსაც კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას) დღეს მაქვს მისი შვილის კორდინატები და უახლოეს მომავალში ვგეგმავ მისი ხსოვნის საღამოს ჩატარებას. მანამ კი მისი მშვენიერი ლექსები გავიცნოთ
არ მიაკარო
ნუ,ნუ ექნება ბუდე ფიქრებს,
მე ასე მინდა!
შენს გულში ბოლო სადგომი და
სავანე ბოლო,
არ მიაკარო გესლის ცვარი ბაგეებს წმინდას,
რამეთუ გული სადგომია სიკეთის მხოლოდ,
რამეთუ ბაგე სიყვარულის
სათქმელად გვინდა.
***
ვაჟას
ბიბინებს კორდი-ხავერდის ნოხი,
სულში ჩამდგარან მთები მითებად,
მზით ანთებული ჩახჩახებს ქოხი,
ქოხი-შენს სუნთქვას რომ ვერ იტევდა.
შენ იყავ მთათა გულის ცხრა ფეთქვა,
ფესვთა წყურვილი, წყაროთა ნატვრა,
კორდი ყვავილთა გაწვდიდა ნექტარს,
შენ ფუტკარივით აქცევდი თაფლად.
ლექსი იყავ თუ წყარო ფიცხელი,
მთების გულიდან გამომდინარე,
მწყემსი მწყემსობას ლექსით იწყებდი,
ბედის ბილიკიც ლექსით იარე.
გვეამაყები დიდო ფშაველო,
ლექსებს კი არა,ზრდიდი არწივებს!
მთაწმინდაზე რომ ლაღად აგევლო,
პოეზიის ცა მაღლა ასწიე.
***
სამშობლოს
ლექსი მომეძღვნა?-
არ ვიყავი ოსტატი სიტყვის,
სიმღერა მსურდა-
ვერ გავბედე შემოსვლა ედემს,
მიყვარხარ! ენა ვერ დავძარი,
ვერ გამოგიტყდი,
ასე უსიტყვოდ შეგაბერდი,
ვით ჯიხვი ქედებს.
/ქრისტეფორე ფირალიშვილი/

ამას გვიმალავდი ნინუცააა :*
ReplyDeleteპირიქით,ნინო შენ მადლობა,რომ წარმოაჩინე ბ-ნი ქრისტეფორე..
ReplyDeleteAnonymous- შენ ვინ ხარ მისი?
ReplyDeleteმე,ის ვარ მისი შვილის კოორდინატები,რომ მოგაწოდე..: ))
ReplyDeleteძალიან კარგი.:) საღამოს რომ გავაკეთებთ,დაგპატიჟებ
ReplyDeleteსიამოვნებით მოვალ..: ))
ReplyDeleteნინო, ხომ არ იცით, სადაური ფირალიშვილია, კახელი თუ მესხი? დიდი მადლობა, რომ მისი არსებობა გამაგებინეთ.
ReplyDeleteმესხია, რაბათიდან. მისი შვილები და შვილიშვილები თბილისში ცხოვრობენ.
ReplyDeleteდიდი მადლობა. ჩემი შტოც მესხეთიდან არის და, როგორც ჩანს, საერთო წინაპრები გვეყოლებოდა.
ReplyDelete