1 მაისს, 19:00-ზე, ფესტივალ-რესტორაცია „დივანში“ გაიმართა ახალგაზრდა შემოქმედთა პოეზიის საღამო 9წლის ნუციკო ჩიტაძის დასახმარებლად.
ნუციკოს ოთხთვენახევრის ასაკში კუნთების დაავადება დაემართა, რის შედეგადაც კიდურები მოუდუნდა და დღემდე დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. უმშვენიერესი და უნიჭიერესი პატარა გოგონა ახალგაზრდებმა ხაშურში გაიცნეს და იქვე შეიტყვეს, რომ მას ესაჭიროება ახალი ეტლი და კორსეტი, რათა მისი დაავადება უფრო არ გართულდეს. სწორედ ამ მიზნით გადაწყდა მისთვის საქველმოქმედო ღონისძიების ჩატარება.
საღამოზე მონაწილეობას იღებდნენ ახალგაზრდა თანამედროვე მწერლები: თორნიკე ჭელიძე, თეა თაბაგარი, ნატა ვარადა, თამო გიუნაშვილი, ცია ლაბაძე, ალექსანდრე ახალკაცი, ქეთი დიდიშვილი, გიორგი ხატიაშვილი, ნუკრი ბერეთელი, ნინო ქადაგიძე,ნინა ნეკერი, ნინო ჭინჭარაული, დავით კვიტატიანი, მედეა კაზარაშვილი, ცირა თევდორაშვილი, ნათია აბულაძე, თამთა გრიგოლია,ლევან ძამუკაშვილი. ხოლო მუსიკალურად აფორმებდა ჯგუფი "ზღვარი".
ნუციკოს სურვილით(გოგონა საღამოს არ ესწრებოდა) მონაწილეებმა მისი რამდენიმე ლექსიც წაიკითხეს.
საღამოს ორგანიზატორები იყვნენ ნატა ვარადა, ალექსანდრე ახალკაცი და თეა თაბაგარი.
თეა თაბაგარი- ნუცა დაახლოებით ერთი თვის წინ, ხაშურის #2 სკოლაში გამართულ პოეზიის საღამოზე გავიცანით.ისეთი გულისყურით და ანთებული თვალებით გვისმენდა, არ შეიძლებოდა, რომ არ დაგვმახსოვრებოდა.შემდეგ, საღამოს იქაურმა ორგანიზატორებმა გვითხრეს, რომ ნუციკო თავადაც წერდა ლექსებს და წაკითხვის სურვილი ჰქონდა.ამ უნიჭიერესმა გოგონამ, საკუთარი ლექსების წაკითხვის შემდეგ, სიმღერაც შეასრულა.მაშინვე გაგვიჩნდა სურვილი, რომ ჩვენი ურთიერთობა ნუცასთან არ ამოწურულიყო მხოლოდ იმ საღამოთი. ცოტა ხნის წინ, კი ნუცას დედის წერილი ვნახეთ, სადაც იგი ითხოვს შვილისთვის დახმარებას, რისი მეშვეობითაც გოგონას ფიზიკური ტკივილი შეუმსუბუქდება. მაშინვე გადავწყვიტეთ პოეზიის საღამოს გამართვა, რათა შემოსული თანხა მათი ოჯახისთვის გადაგვეცა.ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც პატარა ნუცას ტკივილი გულთან მიიტანა და ვინც მომავალშიც დაგვეხმარება, თუნდაც იმით, რომ ანგარიშის ნომერი კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს.

![]() |
ცია ლაბაძე |
![]() |
თეა თაბაგარი |
![]() |
თორნიკე ჭელიძე |
![]() |
ნინო ჭინჭარაული |
![]() |
ნუკრი ბერეთელი |
![]() |
ალექსანდრე ახალკაცი |
![]() |
ნინა ნეკერი |
![]() |
ცირა თევდორაშვილი |
![]() |
ნათია აბულაძე |
![]() |
მედეა კაზარაშვილი |
![]() |
ლევან ძამუკაშვილი |
![]() |
თამო გიუნაშვილი |
![]() |
ნინო ქადაგიძე |
![]() |
დავით კვიტატიანი |
![]() |
გიორგი ხატიაშვილი |
![]() |
თამთა გრიგოლია |
/ნინო ჭინჭარაული/
2014/05/03
No comments:
Post a Comment